ტაქსის ერთიანი ვიზუალური სტანდარტი 2019 წლიდან ამოქმედდება

ტაქსების რეფორმის ფარგლებში,თბილისის მერია ტაქსის ერთიან ვიზუალურ სტანდარტზემუშაობს, რომელიც  2019 წლის პირველი ოქტომბრიდან  ამოქმედდება.

კახა კალაძის თქმით, ქალაქში მოძრავი ყველა ტაქსი აღნიშნული პერიოდიდან ერთიან სტანდარტში მოექცევა.

„ტაქსების რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელზეცტაქსების ლიცენზირების თვალსაზრისით, არაერთხელ ვისაუბრეთ.ამ კონკრეტულ რეფორმას რაც შეეხება, თბილისის მერია საკრებულოსთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე უკვე მსჯელობს. ერთიანი ვიზუალური სტანდარტი პირველი ნოემბრისთვის უკვე იქნება დამტკიცებული. ამ დროიდან,ტაქსით მომსახურების სერვისის მიმწოდებლებს  ეცოდინებათ,  თუ როგორი იქნება 2019 წლიდან ეს მოთხოვნები. აღნიშნული სტანდარტი გაითვალისწინებს ასევე, ტაქსის ერთიან დიზაინში რეკლამის განთავსების ადგილს, რომელიც მძღოლებს დამატებითი შემოსავლის წყაროსშეუქმნის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით,ტაქსის  მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, ავტომობილზე რეკლამისთვის გამოყოფილი ადგილით ისარგებლონ და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დამატებითი ფინანსური სარგებელიმიიღონ.