სამინისტროს მორიგი განმარტება სახელმწიფო აუდიტს დასკვნასთან დაკავშირებით

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მორიგი განმარტება სახელმწიფო აუდიტს დასკვნასთან დაკავშირებით

იმის გამო, რომ სხვადასხვა გამოცემები დღემდე არასწორად ავრცელებენ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს: 2015-2017 წლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შრომის ანაზღაურების მუხლში თანხები შემცირებულია 230,000 ლარით; სამინისტროში კანონით დადგენილზე 16 თანამშრომლით ნაკლები ადამიანი მუშაობს (ნაცვლად დადგენილი 121 ადამიანისა, სამინისტროში დასაქმებულია 105 თანამშრომელი, მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეები), გამოთავისუფლებული 16 ადგილის ხარჯზე სამინისტრომ წლიურად დაზოგა 150,000 ლარი; ფეხბურთის განვითარების ფონდთან და მივლინებებთან დაკავშირებით  აუდიტის დასკვნაში კანონდარღვევაზე საუბარი არაა.

წარმოდგენილი განმარტებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დეტალურად ახსნის დასკვნაში არსებულფაქტობრივგარემოებებს და არა დარღვევებს:

  1. პრემიების და დანამატების გაცემასამინისტროში 2016 წლიდან არ დაწყებულა

შრომის ანაზღაურების საბიუჯეტო მუხლიდან პრემიებისა და დანამატების გაცემის პრაქტიკა 2016 წლიდან არ დაწყებულა, პრემიის გაცემა ხდება 2010 წლიდან შრომის ანაზღაურების საბიუჯეტო მუხლიდან და ჩვენ არ ვამბობთრომ ეს ცუდი პრაქტიკაა. თანამდებობრივი სარგოს და დანამატის, ქვემოთ მოყვანილი სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ შრომის ანაზღაურების მუხლში (ხელფასი, პრემია, დანამატი) ოპტიმიზაციის ხარჯზე თანხები წლების მიხედვითმცირდება, კერძოდ:

2015 წელი – 1 969 998 ლარი;

2016 წელი – 1 919 747 ლარი;

2017 წელი – 1 740 000 ლარი.

ფაქტია, რომ ბოლო შრომის ანაზღაურების მუხლში თანხები შემცირებულია230 000 ლარით.

რაც შეეხება დანამატებს, მისი გაცემა ხდება „საქართველოს 2016 სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მ-4 პუნქტის თანახმად ბიუჯეტითდამტკიცებულიასიგნებებისფარგლებში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში თანაშრომლებისთვისდაწესებულ დანამატებთან დაკავშირებით მოყვანილია როგორც ფაქტობრივი გარემოება და არა დარღვევა. გადაწყვეტილება დანამატის დაწესებაზე მიღებულია თანამშრომელთა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის და მაღალი კომპეტენციის გათვალისწინებით.

  1. ფეხბურთის ფონდის დაფინანსება 265-დან 211 მილიონამდე შემცირდა

ჟურნალისტმა ფეხბურთის განვითარების ფონდს ერთი წლის საქმიანობის შემდეგ მიზნად ქართული ფეხბურთის უმაღლეს მწვერვალზე აყვანა დაუსახა და კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაზებით შეეცადა საზოგადოების თვალში ფეხბურთის განვითარების ფონდის საქმიანობის დეგრადირებას.

სიუჟეტის მიხედვით  „ირკვევა რომ ფონდს მთავრობამ265 მილიონი ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის უკვე გამოუყო, კოლოსალური დაფინანსების მიუხედავად კი ფონდმა მთავრობას კიდევ 23 მილიონი ლარი მოსთხოვა. მთავრობამ იმსჯელა და 15 მილიონ ლარამდე ფონდს კიდევ დაუმატა“.

სინამდვილეში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში სრულიად სხვა ჩანაწერი არსებობს:

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ფეხბურთის განვითარების პროგრამისთვის2016 წლის ბიუჯეტი განსაზღვრული იყო 40,2მლნ ლარის ოდენობით, მუნიციპალიტეტებიდან ფაქტობრივად ჩარიცხული იქნა 17,3 მლნ ლარი, ხოლო 23,450 მლნ ლარი მოთხოვნილ იქნა მთავრობის სარეზერვოფონდიდან, თუმცა სარეზერვო ფონდიდან მიღებულმა დაფინანსებამ 14,8 მლნ ლარი შეადგინა, ანუ 8,65 მლნ ლარით ნაკლები.

აქვევაზუსტებთ, რომ 2017 წელს ფეხბურთის განვითარების პროგრამის ხანგრძლივობა 1 წლით, 2021 წლამდე გაიზარდა, ხოლო დაფინანსებისთანხამ 211 მლნ ლარი შეადგინა(შემცირდა 54 მლნ ლარით), ასევე ცალკე გამოიყო ინფრასტრუქტურის კომპონენტი. გამოყოფილი თანხები ხმარდება საფეხბურთო კლუბებისა და მიზნობრივი განვითარების პროექტების დაფინანსებას.მსგავსი მასშტაბის, განსახორციელებელი სამუშაოების მოცულობის და პასუხისმგებლობის გათვალისწინებითმიღებულ იქნა გადაწყვეტილება ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი პირებითვისადეკვატური ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე.ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდის ერთერთ მთავარ პრიორიტეტად სასპონსორო თანხების მოზიდვა წარმოადგენს და საკუთარი სახსრების მოძიების მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

ამასთან ავღნიშნავთ, რომ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ააიპ-ების შრომის ანაზღაურების ზღვრული მოცულობების დაწესების შესახებ საკანონმდებლო ნორმა არ არსებობს, შესაბამისად რაიმე სახის კანონდარღვევას ადგილი ვერ ექნება.

განსხვავება გავრცელებულ დამახინჯებულ ინფორმაციასა და არსებულ რეალობას შორის საზოგადოებისთვის მიგვინდია.

  1. სამსახურეობრივი ავტომანქანების განაწილება ხდება კანონმდებლობის შესაბამისად

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში   სამსახურებრივი ავტომანქანების გადანაწილების თაობაზე  მოყვანილი ფაქტები ეხებოდა სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.   საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ები არიან ორგანიზაციები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტებს პანკისის ხეობაში, სვანეთის და ხევსურეთის მაღალმთიან სოფლებში, საოკუპაციო ზოლთან და ა.შ. ასევე, ახალგაზრდულ ბანაკებს არაერთი მიმართულებით, ემსახურებიან ახალგაზრდობის წიგნიერების ამაღლების პროექტებს (“წიგნი ყველა სოფელს“),  შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესებს. შესაბამისად, ამ ორგანიზაციებში სამსახურებრივი ავტომანქანებისგამოყენება აუცილებლობას წარმოადგენს. ამასთან ავღნიშნავთ, რომ მათ დაქვემდებარებული ავტომანქანები არის სამორიგეო, სრულად არის მოყვანილი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და აქ რაიმე ტიპის კანონდარღვევაზე მსჯელობა არარის.

  1. მიწის ნაკვეთები სამინისტროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან ნულოვანი ღირებულებით გადმოეცა

სამწუხაროა, რომ სიუჟეტიდან საერთოდ იქნა ამოღებული სამინისტროს განმარტება მიწის ნაკვეთების თაობაზე. სიუჟეტის ავტორს განემარტა, რომ მუნიციპალურ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი უწყების გადაწყვეტილებით,ნულოვანი ღირებულებით გადმოეცა,სამინისტროს სარგებლობაში(ერთმა სახელმწიფო უწყებამ გადასცა მეორე სახელმწიფო უწყებას)ინფრასტრუქტურულიობიექტების მშენებლობის მიზნით. სამინისტრომ საბიუჯეტო თანხების ეკონომიის მიზნით, არ მოახდინა ერთიდაიგივე ტიპის  ხარჯის ორჯერ გაწევა და აღნიშნული ქონების ღირებულებით ასახვა აუდიტორის შეფასების შესაბამისი ღირებულებით დაგეგმილია  სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ.

  1. სამინისტროში კანონით დაშვებულზე 16 თანამშრომლით ნაკლები ადამიანი მუშაობს

აუდიტის შემოწმების პერიოდში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უფლება ჰქონდა დაესაქმებინა 91 საშტატო ერთეული და 30 შტატგარეშე მოსამსახურე, ანუ ჯამურად 121 თანამშრომელი. კანონმდებლობით დადგენილი 121 თანამშრომლის ნაცვლად სამინისტროში დასაქმებული იყო 105 თანამშრომელი. ანუ არსებობდა 16 ვაკანსია,რომლის ხარჯზე დაზოგილი სახელფასო ანაზღაურება წლიურად 150000 ლარის ფარგლებშია.  აუდიტორულ დასკვნაში საკითხი მოყვანილია როგორც ფაქტი და რაიმე ტიპის კანონდარღვევზე არც ამ შემთხვევაში არ არის საუბარი.

  1. მივლინებებთან დაკავშირებით აუდიტორულ დასკვნაში კანონდარღვევაზე საუბარი არ არის

ნებისმიერი სახელმწიფო უწყება თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ცოცხალი ორგანიზმია, მასში მიმდინარე ყოველდღიური პროცესებით, მათ შორის მივლინებებით და სხვა მრავალი მიმართულებით. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში აღწერილია პროცესი, რომლის თანახმადაც სსიპ-ს ხელმძღვანელზე გაცემული სამივლინებო თანხისნაწილი დაბრუნებული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში. შესაბამისად, აუდიტორულ დასკვნაში კანონდარღვევზე არც ამ შემთხვევაში არ არის საუბარი.

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მუდმივი თანამშრომლობის რეჟიმში იმყოფება სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს და ნერგავს მას ყოველდღიურ საქმიანობაში, ამის დადასტურებაა ის, რომ აუდიტის დასკვნა თავისი შინაარსით არა უარყოფითი, არამედ  პირობითი აუდიტორული მოსაზრების საფუძველი გახდა. აქვე ავღნიშნავთ, რომ სამინისტროს მუშაობის ძირითადი პრინციპი არის პროფესიონალიზმი და გამჭვირვალობა, სამინისტრო არისერთ-ერთი ლიდერი საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით (100%). გამოვთქვამთ იმედს, რომ საზოგადოება, ჩვენს მიერ მიწოდებულ ფაქტებზე დაყრდნობით, ობიექტურად შეაფასებს ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.