მიხეილ სააკაშვილის სიტყვები დრომოჭმული იმპერატორის განცხადებებს ჰგავდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ილაპარაკა დემოკრატიაზე – გია ვოლსკი

მიხეილ სააკაშვილის სიტყვები დრომოჭმული იმპერატორის განცხადებებს ჰგავდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ილაპარაკა დემოკრატიაზე, – ასე შეაფასა გიორგი ვოლსკიმ ყოფილი პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა სასამართლო დარბაზში. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის აზრით, სააკაშვილს ახალი არაფერი უთქვამს.

„ახალი არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა დაადასტურა – რა სადისტიც იყო ადამიანური თვალსაზრისით, მასში არაფერი შეცვლილა. საკმარისია რაღაც სადავე ჩაიგდოს ხელში, ზუსტად იგივე მეთოდით და კიდევ უარესით გააგრძელებს ცხოვრებას. ეს ყველამ ვიცოდით. მაგრამ არა მგონია მხოლოდ ეს განცხადებები იყო რაიმე აღმოჩენა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეს სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავენ. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა.