თქვენ ალბათ, სპეცნაზს გამოიძახებთ, კი ბატონო,მოდით და მესროლეთ!

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე ეროვნული ხარისხის განვითარების ცენტრს უხელმძღვანელებს, პედაგოგთა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, დავით ფერაძე ეხმიანება და აცხადებს:

-„ჯერ ერთი არ დანიშნულა, მაგრამ, როგორ დანიშნავთ, ესეც საკითხავია.
ჯეჯელვას სულელურ გამოსვლებს, ჟარგონულად „კაიფი“ ქვია, ეს კაცი მთელ ქვეყანას ეკაიფება? სანამ სათქმელს გავაგრძელებ, მინდა შევახსენო კომფორმისტ და ზოგიერთ უფხო „ინტელიგენტ„ კოლეგას თუ სხვა „მეგობარს“, მე რომ ვერ მიბედავენ და ჩემ ზურგსუკან ბოლო ხმით გაჰყვირიან. ფერაძეს გვერდში დავუდგებოდით, უხეში და არაკორექტული რომ არ იყოსო. არავისი გვერდში დამდგომები ხართ თქვენ და ამ სიტყვებით სიმხდალეს უფრო ამტკიცებთ. (ვინც პირად რჩევებს მაძლევს, მათ არ ვეხები) ჩემთვის მისაბაძია პირველ რიგში ქრისტე და ასევე სხვა მოღვაწეები. აბა, დააკვირდით, რა სიტყვებით მოიხსენებს უფალი ფარისვლებს, მწიგნობრებს და მაშინდელ ჩინოვნიკებს?! ან ილიას პუბლიკაციებს გადახედეთ, რა მწარე და ხშირად გესლიანიცაა მისი კრიტიკა. რა არის მათ გამოსვლებთან ჩემი „არაკორექტულობა“. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.. მე მივდევ მათ გზას: დიახ, გარეწარს გარეწარი უნდა უწოდა, უვიცს – უვიცი, ბილწს – ბილწი და ა.შ. და ვისაც ეს არაკორექტულად მიგაჩნიათ, მიბრძანდით და კვლავაც უყურეთ ოლიმპიური სიმშვიდით ამა ქვეყნის ძლიერთა უზნეობას, მე კი ამას არ ვაპირებ.

დიახ, სანიკიძე და მისი გარემოცვა იყო და არის უზნეო, დამნაშავე, კორუმპირებული, ნეპოტისტი, ცივსისხლიანი ხროვა, რომელთაც პირადი ინტერესების გარდა არაფერი ამოძრავებთ. მე ამ ე.წ. ადამიანებს ამაზე უფრო „რბილად“ ვერ შევაფასებ. სამწუხაროდ, ასეთებით სავსეა მთელი მთავრობა.როდესაც ერთი კონკრეტული სამთავრობო გუნდის წარმომადგენელი დღეში ხარჯავს იმდენს, რამდენსაც საშუალო შემოსავლის მოქალაქე თვეშიც ვერ აგროვებს, რა ვუწოდო ასეთს? კორექტულად ვთქვა: ვაიმე, ეს დაუშვებელიამეთქი?! და ვინც მიწუნებს მათ მოხსენებას ეპითეტბით, ეტყობა ამორალობა არც მათთვისაა უცნობი. მინდა ასეთებს ვურჩიო, დატოვონ ჩემი ფბ-სამეგობრო (კიდევ ვიმეორებ: პირად მეგობრებს არ ვგულისხმობ).

ამ სიტყვებით, ზოგი გულს მოიფხანს, მაგრამ, დიდებულ ღმერთს ამდენი მოფხანა და მჯიღების ბრახუნი მობეზრდა. როგორც ოთარაანთ ქვრივი იტყოდა, „ფხანა ქეცმა იცისო“, მაგრამ ვერ შველის კი. მოედო ქეცი ქვეყანას. ჩამოგვექცა თავზე და რა დროს ფხანაა?!

ახლა რაც შეეხება სანიკიძის დაბრუნების ჯეჯელავასებურ ინიციატივას. მე არ მაინტერესებს ეს მოლაყბე ჯეჯელავა აიძულეს თუ თავისი ნებით „აბრუნებს“ დამნაშავე სანიკიძეს სისტემაში. მე ის ვიცი, რომ არ ვცვლი პოზიციას და მზად ვარ შევეწირო ამ საქმეს. მე ზღურბლზე არ გადავატარებ სანიკიძეს. თქვენ,ალბათ, სპეცნაზს გამოიძახებთ. კი ბატონო,მოდით და მესროლეთ!“

კომენტარის დატოვება