10 კითხვა მერს, ვიცე-მერს და თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს

   დღეს რუსთაველზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე ეხმიანება. ის  ვიცე-მერს და  თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს საჯაროდ მიმართავს და რამდენიმე კითხვას უსვამს. ვინაიდან საზოგადოებაში არსებობს მსგავსი კიტხვები, შალვა ოგბაიძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

-„რუსთაველზე დღეს ,,ყვითელი მარშრუტკა” ამოტრიალდა.
შეკითხვები, რომელიც უნდა დაისვას და რომელსაც პასუხების გაცემა უნდა(მივმართავ ქალაქის მერს, ბატონ დავით ნარმანიას, თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს ბატონ გიორგი გურგენიძეს,  ტრანსპორტის კურატორ ვიცემერს ბატონ ირაკლი ლექვინაძეს).
მაშ ასე, შეკითხვები:
1.რამდენი კაცი იჯდა სალონში?
2.რამდენი კაცი იდგა?(ეს მეტად მნიშვნელოვანია).
3. რამდენი საათი აქვს ნამუშევარი წინა დღეს მძღოლს?
4. მძღოლს თვითონ აქვს ხელშეკრულება გაფორმებული მმართველ კომპანიასთან თუ ქვე-იჯარით სხვა ჰყავს დასმული საჭესთან?
5.მართვის მოწმობა როდის აქვს აღებული?
6.რომელ ავტოსკოლაში?
7. ავტომობილს გავლილი აქვს თუ არა ,,ტექდათვალიერება”(გზისთვის ვარგისობის ტესტირება)?
8. უფრო მარტივად: თუნდაც საბურავების პროტექტორების სიღრმე შეესაბამება დასაშვებ ზღვარს?(გამონაბოლქვზე აღარ ვსაუბრობ).
9.ავტომობილი დაზღვეულია?
10. მძღოლის ჯანმრთელობა ბოლოს როდის შემოწმდა?
დანარჩენზე მერე ვისაუბროთ.
P.S. სამწუხაროდ ასეთი შემთხვევები გახშირდება!“-წერს ოგბაიძე.

GeoMediaTV მიმართავს დავით ნარმანიას, ირაკლი ლექვინაძეს და გიორგი გურგენიძეს, თუ მოისურვებენ პასუხის გაცემას, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ პასუხები გავასაჯაროვოთ. იმედია შალვა ოგბაიძის შეკითხვები უპასუხოდ არ დარჩება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავლეზე. სასტუმრო ”რედისონთან” ერთმანეთს სამარშრუტო მიკროავტობუსი და ტაქსი დაეჯახნენ. შეჯახების შედეგად მიკრო ავტობუსი ამოტრიალდა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა რამდენიმე მგზავრი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფომრაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276- მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Снимок

 

 

 

კომენტარის დატოვება