მამუკა გამყრელიძე ოპოზიციურ სპექტრს ხელისუფლების შესაცვლელად გაერთიანებისკენ მოუწოდებს

„ახალი ერთობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე განცხადებას ავრცელებს. გამყრელიძე ოპოზიციურ სპექტრს ხელისუფლების შესაცვლელად გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„უკვე რამდენიმე თვეა, ვმონაწილეობ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების კონსულტაციებში. მიზანი ერთადერთია – გაერთიანება ხელისუფლების შესაცვლელად.

ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ მსგავს არაფორმალურ მმართველობაზე დაფუძნებული ხელისუფლების შეცვლა, მხოლოდ მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებითაა შესაძლებელი და ეს პროცესი დაიწყო.

ხვალ, „ქორთიარდ მერიოტში“ კეთდება პირველი განცხადება. მოვუწოდებ ყველა ჯანსაღ ძალას, შემოუერთდეს ამ მოძრაობას“, – ნათქვამია მამუკა გამყრელიძის განცხადებაში, რომელიც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა მიაწოდეს.