“ევროპული საქართველოს” განცხადება სრული აბსურდია, ან ცესკო-მ დაარღვია კანონი!

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათი საარჩევნო ნომერი იქნება 2 და მხარდამჭერებს სწორედ 2 ნომრის შემოხაზვისკენ მოუწოდა.

2016 წლის საპარლამეტო არჩევნებში 2 ნომრით „პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა“ იყო, სწორედ ამიტომ მოძრაობის ლიდერი ლაშა სტურუა „ევროპული საქართველოს“ განცხადებას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს:

პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის  ოფიციალური განცხადება:
დღეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ – პოლიტიკური გაერთიანება –
– “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისათვის”
(უგულავა – ბაქრაძე – ბოკერია – ხიშტარია)
… ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე გამოდიან საარჩევნო # 2 – ით.


სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ეს გახლავთ ან დეზინფორმაცია ან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან კანონის უხეში დარღვევა!

კერძოდ:

როგორც მოგეხსენებათ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, კენჭისყრის საფუძველზე – საარჩევნო # 2 წილად გვხვდა ჩვენ – <<< პროგრესულ – დემოკრატიულ მოძრაობას >>> რითიც მივიღეთ კიდეც მონაწილეობა არჩევნებში.

შესაბამისად საარჩევნო კოდექსის მიხედვით რადგანაც ჩვენ უარი არ გვითქვამს ამ საარჩევნო ნომერზე და ვაპირებთ ამ არჩევნებზეც იგივე # 2 – ით მივიღოთ მონაწილეობა, არავის ჰქონდა უფლება მიენიჭებინა ეს საარჩევნო ნომერი სხვა პოლიტიკური ძალისათვის.

აქედან გამომდინარე ხვალ გვექნება კომუნიკაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და შემდგომ გავაკეთებთ დამატებით კომენტარს აღნიშნულთან დაკავშირებით…
იმედია ყოველგვარი გაურკვევლობა ამ კუთხით აღმოიფხვრება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს მივმართოთ სასამართლოს ჩვენი უფლების დასაცავად!

ახლა კი ციტატა საარჩევნო კოდექსიდან:

“მუხლი 145. პარტიული სიებისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია

 პუნქტი 8.

პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, მოითხოვოს არჩევნებში იმ რიგითი ნომრით მონაწილეობა, რომელიც მას ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდა მინიჭებული, რისთვისაც განცხადება უნდა წარუდგინოს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში არ მონაწილეობს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკი, მისი რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას, ხოლო თუ იგი უარს განაცხადებს – მომდევნო პარტიას და ა. შ… თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის შექმნილი საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში გაერთიანებული არიან ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები, მათ ბლოკის წესდებაში უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. თუ რომელიმე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა არ გამოიყენა ზემოაღნიშნული რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება, მისი რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით, ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.

ასე, რომ “ევროპული საქართველოს” განცხადება სრული აბსურდია, ან კიდევ ერთხელ განვმეორდები – ცესკო – მ უხეშად დაარღვია კანონი!

ყველაფერს ხვალ გავარკვევთ და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას!