2014 წლის 3 აგვისტოს ერაყში ეზიდების ეთნოწმენდა დაიწყო!-ვისაუბროთ, რათა მსგავსი არასდროს არ განმეორდეს!

     ”საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” ”საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს” მასპინძლობდა – ღონისძიება ”ჩართულობისა და განვითარების ცენტრის” მხარდაჭერით ჩატარდა, სადაც, ზუსტად სამი წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს – 2014 წლის 3 აგვისტოს ერაყში ეზიდების ეთნოწმენდა დაიწყო.                                                                                                                                                                                                          ”საერთაშორისო ტერორიზმი და მისი გეოპოლიტიკური გამოვლინებები 21-ე საუკუნეში” ასე დავარქვით დღევანდელი ღონისძიებას, რომელიც 2014 წლის 3 აგვისტოს, ერაყში დაწყებულ გენოციდს უკავშირდება. მაშინ, ეზიდების წინააღმდეგ, ”ისლამური სახელმწიფოს” ლიდერების მიერ ორგანიზებულ ეთნოწმენდას ათასობით უდანაშაულო ადამიანი შეეწირა. კონკრეტულ რელიგიას ამოფარებული სასტიკი დამნაშავეების ქმედებებს არანაირი საერთო არა აქვს არცერთ მრწამსთან. სწორედ ამიტომ, ბევრი უნდა ვისაუბროთ ტერორიზმზე, რათა მსგავსი არასდროს და არსად არ განმეორდეს.

გვსურს, რომ ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ბევრი გაიგოს იმ ისტორიულ თუ ადამიანურ ტრაგედიებზე, რომელიც ჩვენს ხალხს შეემთხვა. მადლობას ვუხდი ღონისძიებაზე მობრძანებულ ადამიანებს, – საქართველოში ეზიდთა სასულიერო საჭოს წინამძღვარს – დიმიტრი ფირბარს, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს, ბ-ნი მარიუშ მაშკევიჩს, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებს, ახლო-აღმოსავლეთის მკვლევარებს. თითოეული მათგანი, თავიანთი პროფესიული კუთხიდან გამომდინარე საუბრობდა და აანალიზებდა 21-ე საუკუნის ფაშიზმს.” – განაცხადა ”ჩართულობისა და განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა – აგიტ მირზოევმა.                                                                                   

ღონისძიების ფინალურ ნაწილში გამომსვლელებს კითხვებს უსვამდნენ.