ნეიმარი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდა

„ბარსელონა“ დანებდა და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ნეიმარის წასვლის შესახებ გამოაცხადა. ცოტა ხნის წინ, „ბარსელონასგან“ მოთამაშის კონტრაქტი ბრაზილიელი ფეხბურთელის წარმომადგენლებმა 222 მილიონ ევროდ გამოისყიდეს. სულ მალე, „პარი სენ-ჟერმენი“ ფორვარდის პრეზენტაციას მოაწყობს.

ნეიმარი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდა. მან გააუმჯობესა პოლ პოგბას რეკორდი, რომელიც შარშან 105 მილიონ ევროდ გადავიდა „იუვენტუსიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“.