ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის დრამატულ თეატრს 1746 კვ.მ. ფართი გადაეცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს 1746 კვ.მ. ფართი გადასცა.

მიხეილ ბატიაშვილმა ცხინვალის თეატრის დასის წევრებს ახალი შენობის გადაცემა მიულოცა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ მრავალწლიანი ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარებით თეატრს სრულფასოვანი პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება მისცა.

პეტრიაშვილის 7 ნომერში მდებარე ფართი სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს გადმოსცა. უახლოეს მომავალში მომზადდება საპროექტო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სივრცის რეკონსტრუქცია მოხდება.