ბორჯომში საგანგებო შტაბი მუშაობას აგრძელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბორჯომის ხეობაში ცეცხლის მცირე კერებზე სალიკვიდაციო სამუშაოებთან ერთად ნახანძრალი ტყის ნიადაგის დამუშავება მიმდინარეობს. საგანგებო შტაბი მუშაობას კვლავაც აგრძელებს. ადგილზე მონიტორინგისთვის შეიარაღებული ძალების ცალკეული ასეული რჩება.