სააპელაციო განაცხადების შეტანის პროცესი 7 აგვისტოს 10:00 საათზე დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება დასრულდა.

სააპელაციო განაცხადების შეტანის პროცესი კი, 7 აგვისტოს 10:00 საათზე დაიწყება და 11 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება – online.naec.ge-ზე და www.naec.gov.ge-ზე.

აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების დამატება/შეცვლა 11 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ.