მავთულხლართები უფრო მეტად მოუახლოვდა მათ სახლებს! იზრდებიან და იზრდება სევდაც!
ამ ბავშვებმა ომის ქარ-ცეცხლი საკუთარ თავზე გადაიტანეს, მათ რუსეთის არმიამ ბავშვობა წაართვა. აგვისტოს ომის შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ დღესაც შიშის ქვეშ ცხოვრობენ და რუსის ჯარისკაცების სოფელში გამოჩენისთანავე ისევ უახლდებათ ტკივილი…
ეს საზღვრისპირა სოფლებში, მავთულხლართებთან სულ რამდენიმე მეტრში ერთი წლის წინ გადაღებული ფოტოებია. ნახეთ რამხელა სევდა დგას ამ პატარების თვალებში! ნახეთ როგორი სერიოზული სახეები აქვთ, ომმა მათ სიცილი წაართვა! აი, სწორედ ეს თვალები უნდა გაიხსენოს ყველამ, ვინც ოდესმე საქართველოში რუსული ბაზების დაკანონებას არა თუ ხმამაღლა იტყვის, არამედ თავისთვის ჩუმად გაიფიქრებს! ეს თვალები დაიმახსოვრეთ ყველამ, რომლებიც ამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის!!!
კიდევ ერთი წელი გავიდა. მავთულხლართები კიდევ უფრო მეტად მოუახლოვდა მათ სახლებს!.. ეს სულ რამდენიმე დღის წინ გადაღებული ფოტოებია-ბავშვების თვალებში ისევ სევდაა, მათთვის დრო მკურნალი არ არის.
მათთვის, რაც არ უნდა „რეცხოს“ მავანმა, რუსეთი ბოროტი ოკუპანტია!