7 წლის გოგონამ კემერონისგან პასუხი მიიღო

7 წლის შარლოტა მაკლელანი ძალიან დაამწუხრა ბრიტანეთის პრემიერის, დევიდ კემერონის მიერ პოსტის დატოვებამ. გოგონამ კემერონს წერილი მისწერა და პასუხიც მიიღო. როგორც წერილში წერს, გოგონა განიცდის კემერონი უმუშევარი რომ დარჩა და იმასაც ეუბნება, რომ მოენატრება „პრემიერი-კემერონი“.

შარლოტას დედა ამბობს, რომ გოგონამ თავად გადაწყვიტა კემერონისთვის წერილი მიეწერა. დედა არც კი თვლიდა ამ ყველაფერს სერიოზულად, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ ოჯახმა პასუხი მიიღო. ექს-პრემიერმა შარლოტას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

ახლა კი გოგონა ამბობს, რომ ახალი პრემიერიც მოსწონა, რადგან „ის მეორე გოგოა მარგარეტ ტეტცერის შემდეგ , რომელიც პრემიერი გახდა. მეც ვიქნები პრემიერი“-ამბობს 7 წლის შარლოტა.

კომენტარის დატოვება