ჩხვირკია და ღოღობერიძე პატიმრობაში რჩებიან

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებისთვის დაკავებული მერაბ ღოღობერიძისა და ირკალი ჩხვირკიას შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ მოსამართლე დავით მამისეიშვლმა  არ დააკმაყოფილა და ორივე პირი პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მერაბ ღოღობერიძე კვლავ შეუძლოდ გახდა და საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.

შეგახსენებთ:

ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.