ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია სახელმწიფო დროშები

2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია სახელმწიფო დროშები. ამ ფორმით საქართველოში ომში დაღუპულებს გლოვობენ და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ.

2008 წელს განვითარებული მოვლენების გამო, დღეს დილიდან დროშები დაშვებულია თბილისსა და ქუთაისში პარლამენტის შენობებთან,  მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და პრეზიდენტის სასახლესთან.