“მსოფლიოში მხოლოდ პუტინს და მის გარემოცვას არ ესმით, რომ ხართან მოჭიდავე თხას რქები არ შერჩება!”

ოთარ ფანცულაია

“დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი

-“პუტინი აფხაზეთს მეოთხედ სტუმრობს, რითაც სიჯიუტის დემონსტრირებას ახდენს. სიჯიუტის, რადგანაც რუსეთის ეკონომიკა მის პოლიტიკურ ამბიციებს არ შეესაბამება. განადგურებული და სამხედრო ბაზებად ქცეული აფხაზეთი, შიდა ქართლი, დონბასი, ყირიმი და დნესტრისპირეთი ცხადად მიუთითებენ, რომ რუსეთს სეპარატისტული რეგიონებისთვის არაფრის მიცემა არ შეუძლია – ის მათ ჩასაძირ გემზე ეპატიჟება.

მოსკოვი სიამაყით აცხადებს, რომ მომავალ წელს იგეგმება 1,1%-იანი ეკონომიკური ზრდა და ეს მაშინ, როცა მშპ მაჩვენებლებით რუსეთი 28-ჯერ ჩამორჩება ევროპისა და აშშ-ს მაჩვენებლებს ერთობლივად, ანუ დაახლოებით იმავე სიდიდით, რამდენადაც საქართველო რუსეთს (!!).

სამხედრო თვალსაზრისით სხვაობა არანაკლებ შთამბეჭდავია – აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი 8-ჯერ აღემატება 10 უძლიერესი ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტს ერთად აღებულს (ჩინეთის გამოკლებით).
რაც შეეხება ჩინეთის როლს, რომელზეც კრემლი დიდ იმედებს ამყარებდა, მან სულ ახლახანს გააფორმა ხელშეკრულება აშშ-სთან გაზის იმპორტზე და რამდენადაც ვიცი, ჩასაძირად განწირული რუსული ტიტანიკის გადარჩენა მის ინტერესებში არ შედის..

თუკი დასავლეთი იქნება პრინციპული და ერთიანი, რუსეთს ამ გლობალურ დაპირისპირებაში იოტისოდენა შანსიც არ აქვს. მსოფლიოში მხოლოდ პუტინს და მის გარემოცვას არ ესმით, რომ ხართან მოჭიდავე თხას რქები არ შერჩება.