„პროგრესული თაობა საქართველოსთვის“ ვუერთდებით აქციას “არა ოკუპაციას!”

მთავარ მაგისტრალზე დაწყებული აქცია „არა ოკუპაციას“ ენგურის ხიდზე გაგრძელდა და დღეს 8 საათზე თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან დასრულდება.

ქციას თბილისში არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული თაობა საქართველოსთვის“ შეუერთდება. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ქაჯაია ამბობს, „ჩვენი ერთ -ერთი უმთავრესი მიზანი უნდა გახდეს რაც შეიძლება სწრაფად დავიდოთ ბინა გაერთიანებული ერების დიდ ოჯახში, რათა ჩვენი ქვეყანა დადგეს განვითარების და გამთლიანების გზას!“

-„ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული თაობა საქართველოსთვის“ უერთდება დღეს დაანონსებულ აქციას ახალგაზრდები ოკუპაციის წინააღმდეგ .

მიგვაჩნია, რომ ოკუპაციის საკითხი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადაუჭრელი პრობლემა ჩვენს სახელმწიფოში . ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ყველა ღირსეული მოქალაქისთვის უნდა იყოს უზენაესი ღირებულება, არც ერთი გოჯი მიწის დათმობა არ შეიძლება მტრისთვის თუნდაც დაცვა ბრძოლის და სისხლის ფასად დაგვჭირდეს.

ჩვენ თუ გვსურს მოხდეს დეოკუპაცია, აუცილებლად უარი უნდა ვთქვათ დამარცხებაზე, შიშსა და უიმედობაზე, ეს არის უებარი რეცეპტი იმისა, რომ ძალიან მოკლე ვადაში ჩვენ დავიბრუნოთ აფხაზეთი და შევიდეთ ცხინვალის რეგიონში.

თავისუფელბა მოითხოვს ყოველდღიურ, ყოველწამიერ დაცვას და სწორედ თავისუფლებიდან მოდის კეთილდღეობა, განვითარება, წინსვლა, ის გმირები კი, ვინც ომში წავიდა და თავი გასწირა დასაფასებელია! დიდება ჩვენს გმირებს, წინ გამარჯვებისკენ ! არცერთ ქართველს უფლება არ აქვს არ იბრძოლოს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის, ეს მარტო დღევანდელი თაობის ბრძოლა არ არის, ეს არის მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის ბრძოლა, ამიტომ თუ მხნედ ვიქნებით და მოტივაცია არ დაგვტოვებს, აუცილებლად მივაღწევთ სანუკვარ მიზანს .

გული მწყდება, როდესაც ჩვენ არ გვაქს ხშირი კომუნიკაცია იმ ხალხთან, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ისინი მხოლოდ გამხნევებას და ყურადღებას მოითხოვენ ჩვენგან, ამიტომ ეს წესი უნდა შევცვალოთ და უფრო მეტი კომუნიკაცია დავამყაროთ იქ მცხოვრებ ადგილობრივებთან . აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს, მათ ნამდვილად ისტორიული როლი შეასრულეს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანოიბის დაცვის საკითხში, მათ ნამდვილად გვიხსნეს სრული განადგურებისაგან . ჩვენი ერთ -ერთი უმთავრესი მიზანი უნდა გახდეს რაც შეიძლება სწრაფად დავიდოთ ბინა გაერთიანებული ერების დიდ ოჯახში რათა ჩვენი ქვეყანა დადგეს განვითარების და გამთლიანების გზას!”-ამბობს გიორგი ქაჯაია.

 ჩვენ კი შეგახსენებთ, ვინც  ვერ წავიდა ენგურის ხიდზე და მთავარ მაგისტრალზე, მივიდნენ თბილისსში თესეუს პირველ კორპუსთან.