ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის ვიზიტის დროს ხელი დაზღვევის ახალ პაკეტს მოეწერება

sputnik-abkhazia.ru-ს ინფორმაციით, რუსეთის და ოკუპირებულის აფხაზეთის პრეზიდენტების სამუშაო შეხვედრა 8 აგვისტოს პიცუნდაში გაიმართება.

შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი იქნება ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების ჯანდაცვის დაზღვევა. კერძოდ, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი მინისტრი ანზორ გოოვი აცხადებს, აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მაცხოვრებელ რუსეთის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სამედიცინო მომხასურება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მიიღონ. მისივე თქმით უკვე დადგენილია, რომ ამ მომსახურებას 190 ათასი ადამიანი მიიღებს, არ არიან ჩათვლილი  14 წლამდე ბავშვები.

გავრცელებული ინფორმაციით პუტინის ეს ვიზიტი 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს საომარი კონფლიქტიდან ზუსტად 9 წლის თავზე განხორციელდება.