ქუთაისში საცხოვრებელი სახლი იწვის

დავით ცხვარაძე

ხანძარია ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს უკიდია. ადგილზე ხანძრის ლოკალიზებას სახანძრო სამსახურის 5 ბრიგადა ცდილობს.

ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებიან და მეხანძრეებს სახლში შესვლა გისოსებიდან უწევთ. მეხანძრეების თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ ელექტროსადენი, კერძოდ კი კონდენციონერის ჩამრთველი გახდა.