ლგბტ-ს დამცველმა ორმა ორგანიზაციამ ტრამპს სასამართლოში უჩივლა

Associated Press-ის ინფორმაციით, ლგბტ-ს დამცველმა ორმა ორგანიზაციამ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ტვიტერზე გაკეთებული განცხადების გამო შეიტანა, სადაც ტრამპი აცხადებს, რომ ლგბტ პირებს სამხედრო სამსახურში მსახურება უნდა აეკრძალოთ.

ამ ორგანიზაციებმა სარცელი ხუთი ტრანსგენდერი სამხედროს სახელით შეიტანეს, რომლებიც უკვე 60 წელია სამხედრო სამსახურში არიან.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრამპის მოწოდება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.