ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილებს საქართველოში ჩამოაბრძანებენ

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით ინდოეთის მხარესთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში დროებით ჩამობრძანების შესახებ.

საქართველოს საპატრიარქოს მონაწილეობით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროები უზრუნველყოფენ საქართველოს რეგიონებში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ტრანსპორტირებას, გამოფენების მოწყობას და საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას, რომელიც ქეთევან დედოფალთან დაკავშირებული მემკვიდრეობის კვლევისა და კონსერვაციის საკითხებს მიეძღვნება.

6 თვის განმავლობაში ეროვნული მუზეუმის გარდა, ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილებს სამების ტაძარში და საქართველოს მასშტაბით ყველა ეპარქიაში გადაასვენებენ.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ქეტევანის ხსენების დღეს 26 სექტემბერს ზეიმობს.