“ვდებთ პირობას შინდისის გმირების და ყველა დაღუპული სამხედროს წინაშე, არასდროს შევეგუებით ოკუპაციას!”

გიორგი ქაჯაია

„პროგრესული თაობა საქართველოსთვის“

2008 წლის 11 აგვისტოს, ომის მიწურულს, სოფელ შინდისთან რუსეთის საბრძოლო დანაყოფთან შეტაკებისას ქართული არმიის სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულის 17 სამხედრო დაიღუპა.

ჩვენ არ გვაქვს უფლება „შინდისის გმირების“ დავიწყების, არ გვაქვს უფლება მათი მიზანი-საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ბოლომდე არ მივიყვანოთ. ჩვენ ვართ ის თაობა, რომლებმაც მთელი მსოფლიოს გასაგონად ყოველ დღე, ყოველ წამს უნდა ვთქვათ-არა ოკუპაციას!“ და მთელი ცივილური სამყარო გვერდით დავიყენოთ.

სწორედ დღეს, 11 აგვისტოს, ჩვენ ვდებთ პირობას შინდისის გმირების და ყველა დაღუპული სამხედროს წინაშე, რომ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას, ვდებთ პირობას, რომ ჩვენს მომავალს გაერთიანებულ საქართველოს დავუტოვებთ.

არ ვაპირებთ ქართველი ხალხი შევეგუოთ ოკუპაციას.ჩვენ დღეს უარი ვთქვით დამარცხებასა და შიშზე , ჩვენი გამარჯვების ,თავისუფლების და განვითარების უებარი რეცეპტი სწორედ ეს არის .
წინ გამარჯვებისკენ ! დიდება სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს !