იქნება თუ არა ირმა ინაშვილი თბილისის მერობის კანდიდატი…

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე ,,პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისის მერის პოსტზე შესაძლოა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი წარადგინოს.

შეესაბამება თუ არა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს? ამ კითხვით თავად ირმა ინაშვილს დავუკავშირდით.

-ორშაბათს პოლიტსაბჭოს სხომაა. 4 კანდიდატურა განიხილება. მათ შორის, ჩემიც. ორშაბათს გადაწყდება და იმ კვირაში დასახელდება კანდიდატი-გვითხრა ინაშვილმა.