14 აგვისტოს აქცია – „ერთად გავაპროტესტოთ რუსეთის აგრესია!“

დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ჰელსინკის კავშირის წევრი გურამ მაქაცარია და  სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კერვალიშვილი საზოგადოებას რუსული აგრესიის გაპროტესტებისკენ მოუწოდებენ.

მათი განცხადებით  14 აგვისტოს 13:00 საათზე, თბილისში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ  ორგანიზაცია „ანტირუსული იმპერიალიალიზმის ცენტრი“ მართავს საპროტესტო
აქციას, რომელიც მიძღვნილია 1992 წლის 14 აგვისტოს რუსეთის მიერ პროვოცირებული ე.წ.
„აფხაზეთის ომისადმი“

-მობრძანდეთ ყველანი აქციაზე და ერთად გავაპროტესტოთ რუსეთის აგრესია“-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.