„ცვლილება დიდი ალბათობით არაფორმალურ სესხებს წაახალისებს…“

1 ნოემბრიდან სესხის აღების რეგულაცია იცვლება. იცვლება იცვლება სესხის მოცულობის დონე და იგი მსესხებლის შემოსავალთან მოვა შესაბამისობაში.

ვრცლად იხ.

https://www.gmtv.ge/48757-2/

ამ ცვლილებებს არაერთი კანონპროექტის ავტორი ზვიად ტომარაძე ეხმიანება.

-ნოემბრიდან სესხების გაცემაზე შეზღუდვები წესდება! ბანკებს არ ექნებათ უფლება მოგცეთ იმაზე მეტი სესხი თუ ყოველთვიური სასესხო გადასახადი ხელფასის 20%-ს აღემატება… მაგალითად თუ თქვენი ხელფასი 500 ლარია თქვენ ვერ შეძლებთ ერთი წლით აიღოთ 1500 ლარიანი სესხი. რადგანაც ამ შემთხვევაში ყოველთვიური სასესხო გადასახადი 100 ლარს, ანუ ყოველთვიური ხელფასის 20%-ს აღემატება.

თუ სახელმწიფო ამ რეგულაციას მოსახლეობაზე ზრუნვით ხსნის, მაშინ უმჯობესია ჯერ ელემენტარულად საწარმოები და ფაბრიკები გაიხსნას და აზარტული თამაშების სფერო შეიზღუდოს, აი ამის შემდეგ კი საერთოდ აღარ იქნება საჭირო მსგავსი ტიპის რეგულაცია, რადგან სესხის აღება ოჯახის გამოსაკვებად და სლოტ–კლუბებში წასაგებად არავის დასჭირდება! თუ გავითვალისწინებთ დღეს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, აღნიშნული ცვლილება დიდი ალბათობით არაფორმალურ სესხებს წაახალისებს.

ვეთანხმები ერთადერთი საცხოვრებელი სახლის იპოთეკაში ჩადების აკრძალვას, ეს ცვლილებაც ასევე 1 ნოემბრიდან შედის ძალაში“-აცხადებს ტომარაძე.