“ჩვენი გუნდი მზადაა საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის”

ჩვენი გუნდი მზად არის საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის. შესაბამისად, ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ, მიმდინარე კვირაში შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მედიისთვის  გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.

„საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების ჩართულობით დაიწყო უმნიშვნელოვანესი პროცესისაკონსტიტუციო რეფორმა.

 ამ მიზნით შეიქმნა კომისია, რომელმაც შეიმუშავა კონსტიტუციის პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა საჯარო განხილვები, შედგა კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან და გაიმართა საპარლამენტო განხილვები. მადლობას ვუხდით კომისიის ყველა წევრს მონაწილეობისა და გაწეული სამუშაოსთვის.

 ჩვენი გუნდი მზად არის საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის. შესაბამისად, ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ, მიმდინარე კვირაში შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო.

 საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა საზღვარგარეთ ყველანი წარმოვადგენთ საქართველოსამიტომ მნიშვნელოვანია, სტრასბურგში შეხვედრამდე, კიდევ ერთხელ განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.