თბილისში ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა გაჩნდა

თბილისში, ვაკის რაიონში, სანდრო ეულის ქუჩასა და მასთან არსებულ ორ შესახვევს მომღერალ ზურაბ ანჯაფარიძის სახელი უკვე ოფიციალურად ეწოდა.

საკრებულომ შესაბამისი დადგენილება სახელდების წესის შესახებ აპრილში მიიღო და მერიას აღსრულებისთვის 4 თვის ვადა მიეცა. ქუჩაზე სახლების სანომრე ნიშნების შეცვლის სამუშაოები დასრულდა.