გიორგი თევზაძის შენიშვნები და რეკომენდაციები ჩცდ-ს სცენარისტებს

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე რუსთავი 2–ის ერთ–ერთ სატელევიზიო პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს :

„საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია და ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ტელეკომპანია რუსთავის 2–ის სატელევიზიო სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“.

 სერიალის ცალკეული სიუჟეტები შეიცავს არაჯანსაღ და ცინიკურ დამოკიდებულებას არამეგრული საზოგადოების წარმომადგენლებისდმი. ამასთანავე მეგრულ დიალექტურ ენაზე გახმოვანებული სიუჟეტი ქართული ტიტრებით ქმნის ქართული საზოგადოებისადმი დისტანცირების სურათს. ასევე ამ სერიალში შეურაცხმყოფელია ცალკეული სიუჟეტები და მასში გამოყენებული ტერმინებიც, ჩვენ რათქმა უნდა პატივს ვცემთ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა არსებობს მიჯნები და ღირებულებები, რომლის დაცვა აუცილებელია საერთო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

თუ აღნიშნული ტერესერიალის გადაღება გაგრძელდება, იმედს გამოვთქვამ ფილმის სცენარისტები გაითვალისწინებენ აღნიშნულ მოსაზრებას შემდგომ გადასაღებ სერიებში “