“ეს მრავალპარტიულ სისტემას საქართველოში საბოლოოდ დაასამარებს!”

“მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა ბრიფინგი გამართა.

-ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მომდინარეობს უმნიშვნელოვანესი პროცესი, საკონსტიტუციო ცვლილებების ფორმირება, რაც პრაქტიკულად ახალი კონსტიტუციის მიღების ტოლფასია.

სამწუხაროდ ეს პროცესი მიმდინარეობს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მძაფრი დაპირისპირების ფონზე. გუშინ პარლამენტში შემდგარი შეხვედრის შემდეგ კონსესუსის მიღწევის საკითხში „მემარცხენე ალიანსი“ სკეპტიკურად არის განწყობილი. ხელისუფლება არ სთმობს 2020 წლისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ბლოკების აკრძალვის საკითხს, ხოლო ოპოზიცია ჯიუტად არ თმობს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის პრინციპს.

ასეთ სიტუაციაში უაღრესად მნიშვნელოვანია უბარიერო საარჩევნო სისტემის წესის შემოთავაზება, რაც ჩვენი პარტიის მიერ გაჟღერებული იყო ოთხი თვის წინ პარტიის პოლიტიკური მდივნის პაატა ჯიბლაძის მიერ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, ეს მოხდა იმავდროულად როდესაც ხელისუფლებამ ბლოკების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა.

უბარიერო არჩევნები უაღრესად ხელსაყრელია იმ ოპოზიციური პარტიებისათვის, ვინც ფინანსურად ნაკლებად უზრუნველყოფილია, ეს წესი განაპირობებს საქართველოს პარლამენტის მრავალპარტიულობას და ქვეყანაში დაამკვიდრტებდა ევროპული ტიპის დემოკრატიას. რა თქმა უნდა კლასიკური მოდელი იქნება თუ უბარიერო არჩევნებთან ერთად გაუქმდება მაჟორიტარული არჩევნებიც, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რჩება მაჟორიტარული არჩევნები, აიკრძალება ბლოკები და ბარიერი დარჩება 5 პროცენტის ზღვარზე ეს მიგვიყვანს ორ პარტიული სისტენის საბოლოო დამკვიდრებისკენ, რაც პირველ რიგში აწყობს ნაც. მოძრაობას, მის სატელიტებს გირჩს, ახალ საქართველოს, ევროპულ საქართველოს, შ. ნათელაშვილს და სხვებს.

ეს მრავალპარტიულ სისტემას საქართველოში საბოლოოდ დაასამარებს!”-განაცხადა შატბერაშვილმა.