მეარაყიშვილს ადვოკატის მომსახურებისთვის საჭირო თანხა არ აქვს და ესაჭიროება ფინანსური დახმარება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია ახალგორელი აქტივისტის, ნეტგაზეთის ფრილანსერი ჟურნალისტის, თამარ მეარაყიშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ქარტია განცხადებას ავრცელებს:

-“თამარ მეარაყიშვილი, რომელიც საჯაროდ ხშირად საუბრობს ხოლმე ახალგორში არსებულ პრობლემებზე და ხელმძღვანელ პირთა ქმედებებზე, საგამოძიებო ორგანოებში დაკითხვაზე ადრეც დაიბარეს. 2017 წლის 8 ივნისს კი ახალგორიდან ცხინვალში გაიტაცეს. ამ ფაქტმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და აქტივისტი სახლში მალევე დააბრუნეს.როგორც თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, მას ადვოკატის მომსახურებისთვის საჭირო თანხა არ აქვს და სასწრაფოდ ესაჭიროება ფინანსური დახმარება”- წერს ქარტია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს ყველა რესურსი აქტივისტის დასახმარებლად. სწორედ ხელისუფლებას ევალება საკუთარი მოქალაქის დაცვა და მის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.