ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელების ორი კერა რჩება

ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელების ორი კერა რჩება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ განუცხადა. მისი თქმით, ერთი კერა წაღვერისკენ, მეორე კი ბორჯომის მიმართულებითაა.

მინისტრის ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრებათ.