“დამეხმარეთ, არ მინდა დედიკო დავკარგო”

მუხიაანის დაჩები, ვარდისუბნის ქუჩა ,მეორე ჩიხი -სწორედ აქ, ამ მისამართზე ცხოვრობს 39 წლის ინგა თორდია თავის 9 წლის გოგონასთან ერთად, ოღონდ არა საკუთარ სახლში, არამედ მეზობელთან. სწორედ ეს კეთილი მეზობელი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ინდა ამჟამად მასთან ცხოვრობს.

-„ინგა ამჟამად ჩემთან არის შეკედლებული, ის 39 წლის მარტოხელა დედაა, აქვს 4 სტადიის სიმსიმნე, მის 9 წლის გოგონას კი თანდაყოლილი გულის მანკი აქვს. 4 წლის წინ ავადმყოფობის გამო ბინა გაყიდეს. საშინელ პირობებში არიან, ინგას გაუსაძლისი ტკივილები აქვს, ბავშვის საცოდაობით დაიწვებით. მათ დახმარება სჭირდებათ“-გვითხრა ქალბატონმა. ამ ოჯახის გაჭირვება „სიკეთის კვალმა „ გააცნო პირველად საზოგადოებას და გოგონას წერილიც გამოაქვეყნა და ის ემოციაც აღწერეს, რაც ოჯახში მისულებმა განიცადეს: -„არ მინდა დავობლდე , გადამირჩინეთ დედიკო გთხოვთ . ასეთი წერილი მოგვწერა 9 წლის თეონამ , როდესაც ვესტუმრეთ ამ წერილის ავტორს გაოცებულები დავრჩით, რა უნდა გვეთქვა , რით უნდა ვანუგეშებინა ინგა ან პატარა გოგონა არ ვიცოდით , ინგას 4 სტადიის სიმსიმნე აქვს ,ამოჭრილი აქვს ყველაფერი , საშვილოსნო,თირკმელი ,შარდის ბუშტი, უამარავი გართულებები აქვს თან და მეტასტაზებიც მთელს ორგანიზმში უკვე მოდებული , ექიმებმა უთხრეს ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ , მეტს ვერაფერს ვერ გიშველით და ორგანიზმი სადამდეც გაძლებ იქამდე იცოცხლებო , ასეთი დიაგნოზი როგორია გოგოსთვის ,რომელიც დიდ ქალს გავს უკვე ისეა დასიებული და განადგურებული , სიკვდილს თვალებში შეყურებს და თავის დარდს და უბედურებას ისიც ემატება რომ 1 შვილი უპატრონოდ რჩება , ქმარი 3 თვის ორსული იყო რომ დაეღუპა და მარტო ზრდის წლებია , ბავშვიც გულის მანკით დაიბადა და მისი სასწრაფო ოპერაციისთვის გაყიდა სახლი და უსახლკაროდ დარჩა, ახალი კი 2 წელია თავად ებრძვის სიმსივნეს და სიკვდილს , უპატრონოდ დარჩენილებმა ერთადერთი თავშესაფარი მეგობართან ჰპოვეს , რომელიც თავადაც გაჭირვებით ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს , მათაც ძალაიან უჭირთ და ამიტომ გარეუბანში მუხიაანის დაჩებზე იქირავეს ბინა ( ასე ეძახიან დანგრეულ და გაუბედურებულ ადგილს ) მიუხედავად თავის გაჭირვებისა მეგობარი ამ მდგომარეობაში ვერ მიატოვა და 8 თვეა თავად უვლის , არავინ ჰყავთ, სად გავუშვა ვინ მიხედავთ ….. . გთხოვთ მეგობერებო ,გულთან მიიტანეთ ამ ოჯახის ტკივილი და გაჭირვება და დავეხმაროთ , ამ ხალხს ხშირად საჭმლის და ტკივილ გამაყუჩებებლის ფულიც არ აქვთ , ასე კეთილი ხალხის იმედად არიან დარჩენილები და ჩვენც შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ გთხოვთ . ეს ოჯახი ცხოვრობს ამ გოგოსთან გიული ქვია ტელ : 551 02 86 18 მისამართი : მუხიაანის დაჩები, ვარდისუბნის ქუჩა ,მეორე ჩიხი . ვინც მოახერხებთ მისვლას შეგიძლიათ ესტუმროთ . დარეკოთ ჯეოსელიდან,მაგთიდან და ბილაინიდან ნომერზე : 0 901 700 177 (1 ლარი ზარის ღირებულება ) ან გადმორიცხოთ თანხა შემდეგ ანგარიშის ნომრებზე ( დანიშნულებაში მიუთითეთ, ინგა თორდიას სახელზე რომ რიცხავთ ) საბანკო რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი : TBCBGE22 — GE34TB7319436080100002 GEL

TBCBGE22 — GE78TB7319436180100002 USD

TBCBGE22 — GE08TB7319436180100001 EUR

ლიბერთი ბანკი :

LBRTGE22 — GE06LB0115110522369000 GEL

LBRTGE22 — GE76LB0115110522369001 USD

LBRTGE22 — GE49LB0115110522369002 EUR

მიმღები : ფონდი სიკეთის კვალი

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ფონდის ნომერზე : 568 27 11 55 ჩვენ ერთად ბევრ კეთილ საქმეს შევძლებთ. მადლობა ნდობისთვის და თანადგომისთვის“-წერს სიკეთის კვალი.

გთავაზობთ ფოტოებს და ვიდეოს, რომელიც იმ მეზობელმა მოგვაწოდა, რომელთანაც ინგა ამჟამად ცხოვრობს.

13566014_1329028177111701_569959592_n 13566081_1329028170445035_1215644739_n

კომენტარის დატოვება