ვახტანგ გომელაური – ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში შესაძლოა, ვერტმფრენებთან ერთად თურქული თვითმფრინავი ჩაერთოს

ბორჯომში, 400-მდე მეხანრესთან ერთად, სტიქიას 500-ზე მეტი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ებრძვის…

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში შესაძლოა, ვერტმფრენებთან ერთად თურქული თვითმფრინავი ჩაერთოს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პირველ არხს განუცხადა, ამ თემაზე თურქულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

​როგორც გომელაური ამბობს, ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში დახმარების თხოვნით საქართველომ ყველა მეზობელ პარტნიორ ქვეყანას მიმართა და ამ დრომდე აწარმოებს მათთან მოლაპარაკებებს.

ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ხანძრის გავრცელება გამოწვია ძლიერმა ქარმა და ყველა შესაბამის სამსახური პროცესში დროულად ჩაერთო.