მანანა კობახიძე ჟურნალისტების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ჟურნალისტების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს და მათ ეთიკის სტანდარტების დარღვევაში ადანაშაულებს:

-„ძალიან უხერხულია, როცა ჟურნალისტები ჟურნალისტურ ეთიკას, რესპონდენტთან ურთიერთობის ელემენტარულ წესს არღვევენ და არამიკროფონებთან, არაოფიციალურად გამოთქმულ მოსაზრებას, გამონათქვამს ნიუსის და ოფიციალური კომენტარის სახეს აძლევენ. მგონი, ეს არანაირ სტანდარტში არ ჯდება. ეს არ იყო ოფიციალური კომენტარი, ეს არ იყო კამერებთან და მიკრიფონებთან გაკეთებული კომენტარი. ეს იყო ჩვეულებრივ, ადამიანთან გაკეთებული კომენტარი, მაგრამ, როგორც ჩანს, როცა თქვენ გესაუბრებით, უნდა ჩავთვალო, რომ მიკრიფონს ვესაუბრები და არა ადამიანებს“ – მიმართა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.

კომენტარის დატოვება