სომხეთიდან გამოგზავნილი ტექნიკა და მაშველები საქართველოში არიან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, სომხეთმა საქართველოს დასახმარებლად 13 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, აქედან 4 მაღალი გამავლობის მანქანა გამოყო. მათივე ინფორმაციით, სამუშაოებში სომხეთიდან 65 მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება.

შსს-ს ინფორმაციით, სომხეთიდან სამაშველო ძალებმა საზღვარი უკვე გადმოკვეთეს და საქართველოში იმყოფებიან.