ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ზვიად კუპრავა პირველ კომენტარს აკეთებს

როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, “სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელს” ზვიად კუპრავას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კუპრავას თამაზ მეჭიაურის პარტიის წევრი სანდრო ბრეგაძის თანმხლები პირები სატელევიზო დებატების დასრულების შემდეგ დაესხნენ თავს.

კუპრავა კომენტარს სოციალური ქსელით ავრცელებს და მთავრობას მიმართავს:

-„უკვე მერამდენედ, ხელისუფლება სხვადასხვა ადამიანების ხელით ჩემს წინააღმდეგ აწყობს პროვოკაციებს, რისი მიზანიც არის ჩემი სამართლებრივი სივრციდან გაყვანა და ამის საფუძველზე ჩემი დაკავება.
საზოგადოებამ ნახა, დღეს რაოდენ დიდი ნებისყოფა დამჭირდა, რომ პროვოკაციისთვის არ მეპასუხა და ხელისუფლებისთვის არ მიმეცა ჩემი დაკავების საფუძველი.

მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომელიც მთლიანად არის გასული სამართლებრივი სივრციდან!
გპირდებით, მომავალი 3 თვის განმავლობაში არ მოგაკლებთ თქვენი შეცდომების შეხსენების სიამოვნებას, ყოველ დღე შეგახსენებთ თქვენს უუნარობას, სისუსტეს, სიზარმაცეს, მუქთახორობას, ხოლო 3 თვის შემდეგ მერწმუნეთ, თქვენ ნამდვილად აღარ იქნებით ხელისუფლებაში.

როგორც დღეს მომხდართან მიმართებით, ასევე, აქამდე განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ პროვოკაციებზე, სრული პასუხისმგებლობა რათქმაუნდა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას”-წერს კუპრავა.

კომენტარის დატოვება