„ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის პროტესტი და მზადყოფნა აქციის მონაწილეების დასახმარებლად“

უფლებადამცველი, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე 2017 წლის 24 აგვისტოს პოლიციელების მიერ მოშიმშილე რკინიგზელებისა და აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენების ფაქტს გამოეხმაურა.

„ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი აპროტესტებს პოლიციელების მიერ მოშიმშილე რკინიგზელებისა და აქციის მონაწილეების მიმართ შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტს.

ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი გამოთქვამს მზადყოფნას მომართვის შემთხვევაში გამოყოს ადვოკატები აქციის მონაწილეებს ინტერესების დასაცავად , პოლიციელთა მიერ განხორციელებული ქმედება მოშიმშილე რკინიგზელებისა თუ აქციის მონაწილეებისა და მისული მხარდამჭერების მიმართ ყოვლად მიუღებელია, ამასთანავე რამდენიმე დღის წინ პოლიციამ ასევე არ მისცა მოშიმშილეებს და აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალება, რასაც გამოეხმაურა სახალხო დამცველი წერილობით, კერძოდ სახალხო დამცველმა გავრცელებულ განცხადებაში მიუთითა, რომ „სახალხო დამცველმა კარვის გაშლის საკითხზე არაერთხელ ისაუბრა თავის საჯარო განცხადებებსა და ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშში.

სამწუხაროა, რომ ეს პრობლემა კვლავ აქტიურად დგას დღის წესრიგში. შესაბამისად, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ განვმარტავს, რომ საკანონმდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე, დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეთათვის კარვით სარგებლობის შეზღუდვა, ვინაიდან ადგილი არა აქვს შენობის შესასვლელების ბლოკირებასა თუ კანონდარღვევით სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას.

აქციის ფარგლებში კარვებისა და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობა ხაზგასმულია ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპებში, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით.[1] ეს საკითხი მსჯელობის საგანი გახდა ასევე საქართველოს სასამართლო სისტემაში და თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის 25 აგვისტოს „პარტიზანი მებაღეებისთვის“ შეკრების უფლებისა და მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვა უკანონოდ მიიჩნია.“ ხოლო ამჯერად სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი და უარი უთხრა კარვის გაშლაზე, რაზეც უკვე არსებობდა ეროვნული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკაც 2016 წლის მიღებული გადაწყვეტილებით, რაც საზოგადოებაში ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს!

ამასთანავე მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენეტალურ ინსპექციას შეისწავლონ პოლიციელთა ქმედებები.”-აღნიშნულია თევზაძის მიერ გავრცელებულ მიმართვა-განცხადებაში.