ბოლო ინფორმაცია სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილი შტაბიდან

სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბში დღის ბოლოს სხდომა გაიმართა. პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებისგან სტიქიის სხვადასხვა ზონებში არსებული ვითარების შესახებ განახლებული ინფორმაცია მოისმინა.

“დღის განმავლობაში მუშაობდა ავიაცია და ყველა რთული კერა ლოკალიზებულია. ასევე, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა. გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი გზები, საერთო ჯამში 12 კილომეტრი. სწორედ ამ გზების მეშვეობით უახლოვდება ცეცხლის კერებს მძიმე ტექნიკა. ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალურ თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების რისკს მინიმუმამდე ავრცელებს. კვლავ აქტიურია, ის ადგილები, სადაც ცეცხლი ქარის შედეგად ხელახლა გაჩნდა. სტიქიის ზონაში მთელი ღამის მანძილზე გაგრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. შტაბის წევრებმა ვითარება შეაჯამეს და მომდევნო დღის სამოქმედო გეგმა დასახეს“, – ნათქვამია პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.