ზახაროვა: თბილისმა გვთხოვა დახმარება ხანძრის ჩაქრობაში და ჩვენც მაშინვე გამოვეხმაურეთ…

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლი

ამ სეზონზე, რუსი მაშველების დატვირთვა დიდია მთელს რეგიონში (ახლახან მათ მონაწილეობა მიიღეს სომხეთის ტყეებში გაჩენილ დიდ ხანძარში და აგრძელებენ ბრძოლას ვოლგოგრადის ოლქში სტეპის ხანძარზე). მიუხედავად ამისა, ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ თბილისის თხოვნას, დავხმარებოდით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში. ამ მიზნისთვის ჩვენ გამოვყავით რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თვითმფრინავი Ил-76. თუმცა, შემდეგ ქართულმა მხარემ მადლობა გადაგვიხადა და შეგვატყობინა, რომ ხანძრის კერები ლოკალიზებულია.. და რომ ჩვენს დახმარებას არ საჭიროებდნენ.

ჩვენ გულწრფელად ვუსურვებთ მეზობლებს, რომ მალე მოახდინონ ხანძრის ლიკვიდაცია. ხოლო კომენტარის გაკეთება იმათ ფანტაზიებზე, ვისთვისაც საკუთარ ქვეყანაში ბუნებრივი უბედურებებიც, მხოლოდ მორიგი საბაბია ანტირუსული ინსენუაციების, ვფიქრობთ ზედმეტია.

წყარო:

http://www.mid.ru/ru/foreign_policy/news/-/asset_publisher/cKNonkJE02Bw/content/id/2845903