ბორჯომის ხეობაში ღამემ გართულებების გარეშე ჩაიარა

ბორჯომის ხეობაში სამაშველო ოპერაციაში შესაძლოა ავიაციის ჩართულობა საჭირო აღარ გახდეს. დღეს დილიდან ხეობის თავზე ვერტმფრენები არ გამოჩენილან.

კრიტიკულად მიჩნეულ ადგილებში მთელი ღამის განმავლობაში იმოფებოდნენ სამხედროები, რათა საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად ემოქმედათ. ხეობაში ღამემ გართულებების გარეშე ჩაიარა. დილის 6 საათიდან საგანგებო შტაბში იმყოფებიან შს, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის მინისტრები.