უკრაინა რუსეთს ოფიციალურად პირველად უწოდებს აგრესორ ქვეყანას უკვე კანონის დონეზე

„უკრაინაში რუსეთს ოფიციალურად პირველად უწოდებენ აგრესორ ქვეყანას და ეს იქნება კანონით გამყარებული“-ასეთი განცხადება გააკეთა უმაღლეს რადაში პოროშენკოს წარმომადგენელმა ირინა ლუცენკომ უკრაინის ტელეარხზე-„5 არხი“ («5 канал»)

ლუცენკოს თქმით, ეს გაგება შეტანილია დონბასის რეინტეგრაციის კანონში, რომელიც საზოგადოებამ ივლისში იხილა და ამ დროისთვის 99,9%-ით არის მზად. ასევე, ახალი კანონით, უკრაინას ექნება თავდაცვის უფლება და არ აგებს პასუხს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე.