ქუთაისში, დევნილებსა და დევნილთა სამინისტროს წარმოამდგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ბესო შენგელია, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ასახულია, ქუთაისში დევნილების შეხვედრა სამინისტროს წარმომადგენლებთან. შეხვედრა ამ წუთებში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

“ამ წუთებში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს შეხვედრა ქუთაისში, დევნილებსა და დევნილთა სამინისტროს წარმოამდგენლებს შორის, როგორც ცნობილია დევნილთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სიები დევნილთა საცხოვრისით დაკმაყოფილების თაობაზე, სიაში სამწუხაროდ არ აღმოჩდნენ ის ადამიანები რომლებსაც პირველ რიგში უნდა მიეღოთ ბინები,
ადგილზე იმყოფებიან ენმ-ს აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის ქუთაისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გულნარა გამისონია, ჩვენს წევრებთან ერთად და დეტალები ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჩვენი ორგანიზაცია ბოლომდე დაიცავს თითოეული დევნილის ინტერესებს და არ მისცემს სუბარის უწყებას თვითნებობის შესაძლებლობას,დევნილთა სამინისტრო ყოველდღოურად ამტკიცებს საკუთარ უუნარობას,არაპროფესიონალიზმს და ახდენს დევნილთა საკითხებით მანიპულირებას.

სრული ქაოსი და განუკითხაობა!!! ასეთ ვითარებაში ესაუბრებიან დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები დევნილებს, რომლებიც პრეტენზიებს გამოთქვამენ სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ, ცოტახნის წინ დევნილთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სიები დევნილთა საცხოვრისით დაკმაყოფილების თაობაზე,სიაში სამწუხაროდ არ აღმოჩდნენ ის ადამიანები რომლებსაც პირველ რიგში უნდა მიეღოთ ბინები.” – წერს ბესო შენგელია.

 

https://www.facebook.com/beso85/videos/pcb.10208004789235820/10208004788195794/?type=3&theater