„ვინც ღიად არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ყველა მტერია!..“

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებას, რომ საქართველოში სამკურნალოდ ჩამოსულ ოს მოქალაქეებს ამცირებენ

იხ. ლინკი

https://www.gmtv.ge/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A1/

„ერეკლე მეორეს საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე გამოეხმაურა:

-„ეს არის სრული დეზინფორმაცია. არავინ ოსებს საქართველოში არ ამცირებს, პირიქით აბსოლუტურად უფასოდ მკურნალობენ ყველა სეპარატისტს, მაშინ როცა ოსები ქართველ მოხუცებს იტაცებენ საკუთარი ეზოებიდან და ცხინვალში მიერეკებიან, 2000 რუბლი რომ აახიონ.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ ჩვენც ქართველებმა ჭკუა, შევუწყვიტოთ ამ გარეწრებს ყველანაირი სამედიცინო დახმარება. მტრებს არ მკურნალობენ, მტრებს ებრძვიან და სეპარატისტები ჩვენი მტრები არიან და არა ძმები. ვინც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ღიად, ყველა მტერია, იქ სავადმყოფოებში და სუფრებზე. აღიარებული ოსების ძმობა ჩვენ არ გვჭირდება.
PS. მტერთან ბრძოლაში ავტომატს და ტანკს არ ვგულისხმობ“-აცხადებს ჭყოიძე.