„მდუმარე აქციის“ მონაწილეებსა და „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს შორის პოლიცია დგას

„პრაიდის“ მოწინააღმდეგეები პალამენტთან მიმდინარე აქციაზე შეჭრას ცდილობენ, თუმცა ამის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს.”პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა არაერთხელ სცადეს პარლამენტის მიმართულებით გადაადგილება, რასაც მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. ისინი პოლიციის კორდონისა და რკინის ბარიკადების გარღვევას ცდილობენ, ასევე პარლამენტთან მყოფი აქციის მონაწილეების მიმართ ცდილობენ სხვდასხვა სახის ნივთების სროლას.

უსაფრთხოების მიზნით ადგილზე რამდენჯერმე გაიზარდა პოლიციელთა რაოდენობა. ორ კონტრაქციას შორის პოლიციელები დგანან.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე ორი აქცია მიმდინარეობს. ერთ მხარეს, პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებისა და სამოქალაქო ჯგუფების მონაწილეობით „მდუმარე აქცია მიმდინარეობს. მეორე მხარეს – პირველი სკოლისა და ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარედ კი ” თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები