გიორგი ლუკავა ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე გადმოეცა

7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დრანდის ციხიდან გიორგი ლუკავა გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოხუმის ციხიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლებას გამოეხმაურა.

უწყების ცნობით, ლუკავას გათავისუფლება მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგია.

“მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ციხიდან 2011 წლის მაისში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავა გათავისუფლდა.

დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლების გადაწყვეტილება არის დადებითი ნაბიჯი, რომელიც პოზიტიურ დინამიკას შესძენს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შემდგომ მუშაობას”- ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ლუკავა  ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე ცოტა ხნის წინ გადმოეცა.