ხინჩეგაშვილმა საქართველოს ჩემპიონობა ახალ წონაშიც მოიპოვა

ოლიმპიურ ქალაქში მდებარე ფრენბურთის არენაზე ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონები 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

57 კილოგრამში ჩემპიონის ტიტული ოთარ გოგავამ მოიპოვა, რომელმაც ფინალში თეიმურაზ ვანიშვილი დაამარცხა. მსოფლიოს და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ახალ წონაში იასპარეზა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული კარიერაში მეშვიდედ მოიპოვა.

74-ში გამარჯვებული ავთანდილ კენჭაძე გახდა , რომელმაც ზურაბ ერბოწონაშვილის 10:0 მოუგო. 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში სანდრო ამინაშვილმა დავით ხუჩიშვილი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

დღის ბოლო შეხვედრაში ელიზბარ ოდიკაძე ზვიად მეტრეველს შეხვდა , სადაც ჩემპიონი ოდიკაძე გახდა.

საქართველოს ჩემპიონატი ხვალ განახლდება და მედლების კომპლექტს 61 ,70 ,79 , 92 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიის მოჭიდავეები გაითამაშებენ.