ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, იგი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი ხვედელიანს შეხვდა

შეხვედრა, რა თქმა უნდა შედგა – ასე გამოეხმაურა „ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღდეგეთა აქციის ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მასსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი ხვედელიანს შორის შეხვედრა შედგა.

,,შეხვედრა, რა თქმა უნდა შედგა. იცით, რომ უამრავი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსებიც მოდიან აქციაზე. ყველას აქვს თავისი იდეა და აზრი, რაც არაერთხელ დაუფიქსირებია სხვადასხვა პერსონას. სიმართლე გითხრათ, ამაში კონსპირაციულს ვერაფერს ვხედავთ.  დიალოგის დროს ზოგადად მხარდაჭერაზე იყო საუბარი. ზოგადად, უჭერს მხარს მიმდინარე მოვლენებს და გამომელაპარაკა მე, როგორც რიონის ხეობის ერთ-ერთ მცველს. შეხვედრა აქვე, კარავთან იყო და ეს დამალული არც ყოფილა. რამდენიმე ადამიანი მოვიდა. მხარდაჭერა კი არ გამოგვიცხადა, ალბათ რომ მოვიდა, აქ მოსვლის ჟესტი სოლიდარობას ნიშნავს. ზუსტი დიალოგი არც მახსოვს, ასე იდენტიფიცირებას ვერც ვახდენ. მედია კი ამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია, მაგრამ არ არის ბატონი ხვედელიანი ის პერსონა, რომ ყველა ცნობდეს. გამომელაპარაკა და მითხრა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარო. მაშინ გავიგე ეს მე“. – აღნიშნავს ვარლამ გოლეთიანი.