გუბაზ სანიკიძე – სჯობს, ქართველებმა ლევან ვასაძის „ღადავს“ თავი დაანებონ და სერიოზულად მოემზადონ მასთან საპაექროდ

„ეს არ არის „საღადაო“ თემა, რასაც „ღადაობს“ ქართული მედიის დიდი ნაწილი,” –  ასე ეხმაურება გუბაზ სანიკიძე საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელის, ლევან ვასაძის შესახებ მედიაში გავრცელებულ კადრებს, რომლის თანახმადაც, ვასაძე  “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის” ლიდერს, ალექსანდერ დუგინს შეხვდა.

როგორც სანიკიძემ „პალიტრანიუსის” ეთერში აღნიშნა, „სჯობს, ქართველებმა ლევან ვასაძის „ღადავს“ თავი დაანებონ და სერიოზულად მოემზადონ მასთან საპაექროდ“.

„ ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს ნამდვილი ქართული კონსერვატიზმი, კონსერვატიზმი ევროპაშიც არის და ამერიკაშიც. არცერთი და არც მეორე არ არის მიბმული რუსეთზე. ჩვენთან ქართული ფსევდოკონსერვატიზმი მიბმულია რუსეთის იდეოლოგიაზე. რუსეთშიც არ არის კლასიკური გაგებით კონსერვატიზმი, დუგინზე როდესაც ვსაუბრობთ, ბევრს გონია, რომ ის სახელისუფლებო იდეოლოგიაა, არც იქ არ არის მარტივი. „სჯობს, ქართველებმა ლევან ვასაძის „ღადავს“ თავი დაანებონ და სერიოზულად მოემზადონ მასთან საპაექროდ“

თავის დროზე, ძალიან ხელჩაკიდებულები მიდიოდნენ „დუგინიზმი“ და „პუტინიზმი“, მაგრამ შემდეგ გაიყვნენ. უკრაინის, ე.წ. რუსული სამყაროს პროექტის განადგურების შემდეგ, არ წყალობს პუტინს. კაციშვილმა არ იცის პუტინს რა უნდა, აშკარად სერიოზული კრიზისი აქვს რუსეთში “, – აღნიშნავს სანიკიძე