“დღეს ეს პარტია მკვდარია, თუ ფინანსურად გაცოცხლდება. ე.ი. კრემლის გეგმა ,,ბე” მოქმედებაში შევიდა!”

„ლეიბორისტული პარტიის“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო მეტრეველი ქართულ პოლიტიკურ არენაზე ახალი „მოთამაშის“ გამოჩენას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ კრემლი 2012 წელს არსებული სცენარის გათამაშებას სავარაუდოდ 2016 წლის არჩევნებზე შეეცდება.

-„ახალ ამბავს გეტყვით!..

ახალი რა, რუსეთში მყოფი ბიზნესმენებისგან საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, ძირითადად კრემლის დავალებით და ინტერესებით, დღევანდელ ქართულ სინამდვილეში ახალი არ არის და ამ გზით რამდენიმე პოლიტიკური ძალა საზრდოობს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, დიდი შანსია ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე, რუსული ,,დამკვეთის” სახით რუსეთში მყოფი ქართველი ბიზნესმენი, მოსკოვის ყოფილი ვიცემერი სოსო ორჯონიკიძე გამოჩნდეს, დიდი ფულით.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთის ინტერესების გამტარებელი პარტიები მყარად ფეხის მოკიდებას და საპარალმენტო არჩევნებში გამარჯვების შანსის ვარაუდს ვერ გაამართლებენ. მოარული ხმებით, სოსო ორჯონიკიზე, რომელსაც საქართველოში კომუნისტების დროს მაღალი თანამდებობა ეკავა, ,,ქართული ოცნების” კოალიციის ერთ-ერთ შემადგენელი პარტიის ლიდერზე დადებს ფსონს. ამ პარტიაზე 2012 წლის არჩევნების წინაც დადიოდა ხმები, რომ რუსეთიდან, სწორედ ორჯონიკიძისგან ფინანსდებოდა. ახალი გეგმაა.

ინაშვილის და ბურჯანაძის პროექტი ჩაუვარდა რუსეთს. ის გაშიფრული აგენტი ჩიტაშვილი ხომ მკვდარი ყავს და თუ მეჭიაურმაც არ გაამართლა, მაშინ ერთ დღეს რეიტინგულ, ეროვნულ ძალად ცნობილ ამ პარტიაზე დაიდება ფსონი.

დღეს ეს პარტია მკვდარია, თუ ფინანსურად გაცოცხლდება. ე.ი. კრემლის გეგმა ,,ბე” მოქმედებაში შევიდა“-აცხადებს მეტრეველი.

კომენტარის დატოვება